თამაშგარე

10:33 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზვონიმირ ბობანიც წიგნს შეეჭიდა

საშუალო ასაკის ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ალბათ კარგად უნდა ახსოვდეთ (ვისაც მისი თამაში უნახავს, რა დაავიწყებს?!) თუ ვინ არის ჯერ იუგოსლავიის, შემდეგ კი ლეგენდარული ხორვატიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ზვონიმირ ბობანი.

ზვონიმირმა უკვე 12 წელია რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სულ მალე ერთადერთი ხორვატი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს, რომელიც მეტად რთულ საქმეს, ავტობიოგრაფიული წიგნის ინგლისურ ენაზე დაწერას შეეჭიდება.

ოთხი წლის წინ, ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა მშობლიურ ენაზე, მეორე ხორვატმა ლეგენდამ, დავორ შუკერმა დაიწყო. თუმცა როგორც წერენ, მისი წიგნი საკმაოდ უინტერესო გამოდგა და ინგლისურ ენაზე არც კი თარგმნილა. ბობანი კი თავის წიგნს თავიდანვე ინგლისურად წერს და წარმატების მეტი იმედი აქვს. ვნახოთ. აგერ ვართ ჩვენ და აგერაა ბობანიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.203078