ფეხბურთი

18:52 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიკო სამწვრთნელო კარიერას ინდოეთში გააგრძელებს

ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი ზიკო, ინდოეთის კლუბ "გოას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ინდოეთის სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საფეხბურთო კლუბი "გოა" ინდოეთის ახლადშექმნილ სუპერლიგაში იასპარეზებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხნიანი კონტრაქტი აკავშირებს ზიკოს თავის ახალ კლუბთან.

ბრაზილიელი მწვრთნელი ბოლოს ყატარულ "ალ-გარაფის" ედგა სათავეში.

გიორგი ბალახაძე

თეგებიზიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120742