ფეხბურთი

14:40 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიკო: “ქუჩის ფეხბურთი საფეხბურთო აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ზიკოს თქმით, ქუჩის ფეხბურთმა მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

“7 წლის ვიყავი, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. ყველა გუნდს საკუთარ რიგებში ჩემი ხილვა სურდა. მთელი დღე ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი და უარს არცერთ გუნდს ვეუბნებოდი. ვფიქრობ, რომ ქუჩის ფეხბურთი შემოქმედებითი თამაშისა და საფეხბურთო აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს. ამ დროს ხომ თავისუფლად თამაშობ. თავისუფალი ზონების პოვნასა და გოლების გატანას სწავლობ. მითამაშია კაუჩუკის, ნაჭრისა და სხვა ბურთებით”, – იუწყება ზიკოს სიტყვებს სამხრეთამერიკული პრესა.

ზიკო, რომელსაც მეტსახელად “თეთრ პელეს” ეძახდნენ, 1982 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მართალია, ტელე სანტანას გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგო, მაგრამ საუცხოო თამაშით, ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

 

თეგებიზიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113654