ფეხბურთი

22:11 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზე რობერტო: “გამთამაშებელს თითქმის ვერსად ნახავ”

ბრაზილიური “გრემიოს” ვეტერანი ნახევარმცველი ზე რობერტო აცხადებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში, გამთამაშებლის პოზიცია აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს და შესაძლოა, ერთ დღესაც, კლასიკური 10 ნომერი საჭირო აღარც გახდეს.

“ვფიქრობ, კლასიკური 10 ნომერი ვირტუალურ პოზიციად იქცა. დღეს, ამ პოზიციის მოთამაშეებს თითქმის ვერსად ნახავ.

შეხედეთ მსოფლიოს ორ უძლიერეს გუნდს – ესპანეთის ნაკრებსა და “ბარსელონას”. ისინი გამთამაშებლის გარეშე თამაშობენ. მართალია, კატალონიელთა რიგებში, 10 ნომრით მესი თამაშობს, მაგრამ მას სხვა ფუნქციები აკისრია.

ამიტომ, სერიოზულად ვფიქრობ, რომ ამ პოზიციას ფეხბურთიდან გაქრობა ემუქრება.” – ციტირებს 38 ლის ბრაზილიელის სიტყვებს Lance.

თეგებიზე რობერტო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114213