ფეხბურთი

21:27 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის ლამაზი გოლი

არნემის "ვიტესმა" შინ 3:1 სძლია "ვალვაიკს" და მეოთხე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსანს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 21 წლის შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა – 52-ე წუთზე იბარასგან მიიღო პასი, საჯარიმოს გარეთ ერთ მცველს გასცდა და დაახლოებით 17 მეტრიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა მეკარეს. ამ გოლით "ვიტესი" 2;1 დაწინაურდა.

ყაზაიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და აქტიურიც გახლდათ. კაპიტანმა გურამ კაშიამ კი პირველ ტაიმში ითამაშა და შეცვალეს.

ეს ყაზაიშვილის მეოთხე გოლია მიმდინარე ერედივიზიონში. სხვათა შორის, ვაკომ "ვალვაიკს" პირველ წრეშიც გაუტანა. 

 

გოლის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=pXIHB0N7wa8

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099258