ფეხბურთი

22:20 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ერედივიზიონის ტურის სიმბოლურში

პოპულარულმა ჰოლანდიურმა გამოცემა Algemeen Dagblad-მა ერედივიზიონის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ქართველი ვაკო ყაზაიშვილიც შეიყვანა. არნემის "ვიტესის" 21 წლის შემტევმა ლამაზი გოლი გაუტანა "ვალვაიკს" და მთლიანობაშიც, კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა.

ყაზაიშვილის გარდა, 11 კაცში ერთი ვიტესელი მოხვდა – როჩდი ახენტე. იმედია, "ვიტესის" მწვრთნელი ბოში მომდევნო მატჩებში მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს ქართველ ნახევარმცველს. 

0.12533