ფეხბურთი

18:51 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი “აიაქსთან” სასტარტოში დაიწყებს

ჰოლანდიური ინტერნეტპორტალის elfvoetbal.nl-ის ინფორმაციით, არნემის “ვიტესის” ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილის ერედივიზიონის სტარტზე სტუმრად ამსტერდამის “აიაქსთან” ჩასატარებელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

განვლილ სეზონში, არნემელებმა სტუმრად “აიაქსი” 1:0 დაამარცხეს და გამარჯვების გოლი სწორედ 21 წლის ყაზაიშვილმა გაიტანა.

elfvoetbal.nl-მა “ვიტესის” სავარაუდო შემადგენლობაც გამოაქვეყნა, სადაც ყაზაიშვილთან ერთად გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაცაა.

მომავალი მატჩი 10 აგვისტოს, კვირას შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110323