ირანის ქალაქ მაშჰადში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული სოფიკო ხუხაშვილი (2408) გახდა. სოფიკოს ტურნირზე პირველი რეიტინგი ჰქონდა და წარმატებას დამაჯერებლად მიაღწია. ხუხაშვილმა 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ქულით გაასწრო.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ნაკლებწარმატებით ითამაშეს ვაჟთა ანალოგიურ ტურნირში. აკაკი შალამბერიძემ (2330) 11 ტურში 8.0 ქულა მიითვალა და მე-10 ადგილზე გავიდა, ხოლო ბაჩანა მორჩიაშვილმა (2372) 6.0 ქულით 45-ე შედეგი აჩვენა. ირანული ტურნირის ჩემპიონი სომეხი არმან პაშიკიანი (2608) გახდა, რომელმაც 9.0 ქულა მოაგროვა.







