ფეხბურთი

18:24 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ხეტაფემ” ლუის გარსია კონტრათი შეცვალა

ესპანურმა “ხეტაფემ”, პრიმერას 27-ე ტურში “ბეტისთან” წაგების (0:2) შემდეგ, მთავარი მწვრთნელი გამოცვალა. ლუის გარსიას ნაცვლად, მადრიდელებს რუმინელი კოსმინ კონტრა უთავკაცებს.

კოსმინ კონტრას “ხეტაფეში” თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2006-2010 წლებში, მან ესპანური გუნდის მაისურით 60 შეხვედრა ჩაატარა. მისი სამწვრთნელო გამოცდილება “პოლი ტიმოშოარაში”, “ფუენლაბრადასა” და “პეტროლულში” მუშაობას მოიცავს.

ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, “ხეტაფე”, 27 ქულით, მე-15 ადგილზეა. მადრიდელებს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109629