ფეხბურთი

16:41 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხავი გრასია: “ქულა დავიმსახურეთ”

“მალაგას” მთავარი მწვრთნელი, ხავი გრასია “ბარსელონასთან” ნათამაშები ფრით კმაყოფილია. მისი თქმით, “მალაგამ” დამსახურებული ქულა მოიპოვა.


“ბარსელონასთან” ფრე მშვენიერი შედეგია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ.

გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში კი, შედეგით რასაკვირველია ძალიან კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა გრასიამ.

შეგახსენებთ, რომ “მალაგამ” 5 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.11244