ჭადრაკი

15:42 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებლად თამაშობენ

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარუმატებლად თამაშობენ ქართველი მოჭადრაკეები. 9 ტურის თავზე ნინო ბაციაშვილი (2425) 5.0 ქულით 39-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო სოფიკო გურამიშვილი (2441) 4.0 ქულით 70-ე გახლავთ.

ამ დროისთვის, ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივშიც 7.5-7.5 ქულაა: სანტოშ ვიდიტი (ინდოეთი, 2582), მიხაილ მოჟაროვი (რუსეთი, 2508) და ჩიტამბარამ არავინდი (ინდოეთი, 2235).

მე-10 ტურში ქართველი გოგონები შავი ფიგურებით ინდოელ მოჭადრაკეებს ეთამაშებიან. ბაციაშვილის მეტოქე შარმა ჰემანტი (2230) იქნება, ხოლო გურამიშვილი აშვატს (2205) დაუპირისპირდება.

0.112678