ფეხბურთი

11:32 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგის" მწვრთნელი: "როდრიგესი ბუნდესლიგაში უძლიერესი მარცხენა მცველია"

"ვოლფსბურგის" მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა გერმანულ Bild-თან საუბარში განაცხადა, რომ გუნდში ბუნდესლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი ჰყავს. რა თქმა უნდა, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი რიკარდო როდრიგესი იგულისხმა.

"რიკარდო საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თუ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს ავიღებთ. ის სჯობს "ბაიერნის" მარცხენა მცველ დავიდ ალაბას. როდრიგესს უფრო ბევრი გოლი გააქვს".

როდრიგესს ამ სეზონის 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ილია კახელიშვილი

0.132443