ფეხბურთი

15:34 | 18.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯიას” ახალი შენაძენი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე, თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა – გიორგი ოთარიშვილი.
“ვეტერინართა” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ნახევარმცველმა თბილისელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოთარიშვილის სატრანსფერო უფლებები თბილისის “დინამოს” ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ სეზონში ცხინვალის “სპარტაკში” გაანათხოვრა, სადაც ფეხბურთელმა 6 მატჩი ჩაატარა.

 

ლაშა თაბაგარი

 

Loading...
0.131023