ფეხბურთი

18:17 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვას “რუბინი” ეპატიჟება

“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, შესაძლოა, ყაზანის “რუბინის” თავკაცი გახდეს. “რუბინი” ამჟამად უმწვრთნელოდაა დარჩენილი და სახელიან სპეციალისტს ეძებს.  თუმცა კანდიდატთა სიაში თავიდან ასახელებდნენ ვარდან მინასიანს (სომხეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი), სტანისლავ ჩერჩესოვსა და იური სიომინსაც. ვილანოვა კი, რა თქმა უნდა, მათზე გაცილებით სახელიანი და ვარსკვლავურია.

“რუბინს”, როგორც იცით, ყურბან ბერდიევი წვრთნიდა და მის ხელში კლუბმა ორჯერ მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, ერთხელ რუსეთის თასი და ორჯერ – სუპერთასი. 

შეხსენებისთვის, “რუბინში” ქართველი საბა კვირკველია თამაშობს, მეორე გუნდში კი ნიკა კაჭარავა გამოდის.

0.122387