ფეხბურთი

12:07 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვას მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

Football Espana-ს ცნობით, კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ ესპანური საინფორმაციო საშუალებების უმეტესობა ირწმუნება, რომ ვილანოვას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმედ რჩება.

ვილანოვა დიდი ხნის განმავლობაში კიბოს ებრძოდა და ერთი პერიოდი განიკურნა კიდეც, მაგრამ მერე ავადმყოფობა დაბრუნდა. ამის გამო ესპანელი სპეციალისტი იძულებული გახდა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118584