ფეხბურთი

12:51 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიეირინიას ნახევარი წელიწადი გაუცდება

“ვოლფსბურგის” ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვიეირინიამ, “აალენთან” გერმანიის თასის მატჩში, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. Sportschau.de-ს ცნობით, 27 წლის პორტუგალიელი ლაზარეთში 6 თვეს გაატარებს.

“ჩვენთვის ეს უდიდესი დანაკლისია. ვიეირინია “ვოლფსბურგისთვის” ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”, - განაცხადა “მგლების” თავკაცმა კლაუს ალფონსმა.

ცნობისათვის, “ვოლფსბურგმა” “აალენს” 2:0 სძლია. ვიეირინია 31-ე წუთზე დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113342