ფეხბურთი

19:26 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვერონა” ჭანტურიას “კლუჟში” გაანათხოვრებს

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ იტალიური “ვერონა” გიორგი ჭანტურიას რუმინულ “კლუჟში” გაანათხოვრებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი იუწყება.

ამ უკანასკნელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველ შემტევ ნახევარმცველს “კლუჟში” უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რის გარანტიასაც ამჟამად “ვერონა” ვერ აძლევს.

ჭანტურია იტალიის სერია A-ს კლუბ “ვერონაში” ზაფხულში სწორედ “კლუჟიდან” გადავიდა, მაგრამ 21 წლის ქართველი განაცხადში არ შეუყვანიათ. ამის მიზეზი არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე იტალიაში არსებული ლიმიტია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099229