ფეხბურთი

22:01 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანს “ატლეტიკოსთან” ელიან

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ესპანური პრესის ცნობით, ფრანგი უკანახაზელი მწყობრში მიმდინარე თვის ბოლომდე ჩადგება.

ვარანმა მტკივან მუხლზე ოპერაცია 4 თვის წინათ გაიკეთა. ის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაუბრუნდა, მაგრამ 20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გაიმიზეზა.

Marca-ს ცნობით, ვარანი გუნდს თვის ბოლომდე დაუბრუნდება და ის 28 სექტემბერს გასამართი მადრიდული დერბისთვის მზად იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111313