ფეხბურთი

17:41 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა “რეალთან” გაახანგრძლივა

საფრანგეთის ნაკრების მცველმა, რაფაელ ვარანმა მადრიდის “რეალთან” ახალი კონტაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ესპანური გრანდის ღირსებას 2020 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია, “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის ფრანგი, “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს და 74 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.113534