ფეხბურთი

11:09 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანმა “ბარსელონა” იუარა

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი მადრიდის “რეალის” მცველ რაფაელ ვარანით დაინტერესდა. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები უკვე შეეხმიანენ ფრანგი ფეხბურთელის აგენტს, მაგრამ ვარანმა კატეგორიულად იუარა “რეალის” დატოვება.

შეგახსენებთ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ცენტრალურ მცველს ეძებს და რაფაელ ვარანის კანდიდატურის წამოწევამდე რამდენიმე ფეხბურთელის გვარმაც გაიჟღერა ევროპულ გამოცემებში. ამჟამად კი ყველაზე აქტუალური “რეალ სოსიედადის” უკანახაზელ ინიგო მარტინესის ვარიანტი ყოფილა.

0.110943