ფეხბურთი

11:44 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი “რეალს” გაიხანგრძლივებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა და მცველი რაფაელ ვარანი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. მოქმედი კონტრაქტით ფეხბურთელმა “სამეფო კლუბში” 2017 წლამდე უნდა ითამაშოს. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ურთიერთთანამშრომლობის ვადის ამოწურვის თარიღად 2019 წელი ჩაიწერება.

შეგახსენებთ, ვარანი “რეალს” 2011 წელს შეუერთდა. მცველს რეკომენდაცია ზინედინ ზიდანმა გაუწია, რომელიც ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტია. გუნდში კი 2012-2013 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას დამკვიდრდა.

0.110753