ფეხბურთი

17:06 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" უმცროსი აზარით დაინტერესდა

ესპანური "ვალენსია" ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფ ტორგან აზარით დაინტერესდა და "არისტოკრატებთან" მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გაღებას აპირებს ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანური მხარე.

ედენ აზარის უმცროსი ძმა, უკვე მეორე წელია ბელგიური "ზიულტე-ვარეგემის" რიგებში განათხოვრების წესით თამაშობს. 21 წლის ტორგან აზარი გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბელგიური კლუბის რიგებში 2013/14 წლების სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა და 16 გოლთან ერთად 20 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ბელგიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლივერპულიც" იჩენს.

2012 წელს "ჩელსიმ" უმცროსი აზარი ფრანგული "ლანსიდან" 1 მილიონ ევროდ შეიძინა. ამჟამად 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

 

გიორგი ბალახაძე

0.113257