კალათბურთი

22:32 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ევროთასის ჩემპიონია!

რანგით მე-2 ევროპული საკლუბო ტურნირის – ევროთასის გამარჯვებული ესპანური “ვალენსია” გახდა, რომელმაც რუსული “უნიქსი” დაჯაბნა. პირენეელებმა ყაზანელებს პირველი მატჩი 80:67 მოუგეს და სტუმრადაც იოლი გამარჯვება იზეიმეს – 85:73.

ფინალური დაპირისპირების უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ვალენსიელთა ამერიკელი ფორვარდი ჯასტინ დოელმენი გახდა, რომელმაც პირველ მატჩში 28 ქულა ჩააგდო, რუსეთში კი გუნდს 26 ქულით შეეწია.

შეგახსენებთ, რომ მთლიანად ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად “უნიქსის” ამერიკელი მცველი ენდრიუ გაუდლოკი აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ასევე ყაზანელთა დამრიგებელმა – იტალიელმა ანდრეა ტრინკიერიმ მოიპოვა.

 

უნიქსი (რუსეთი) – ვალენსია (ესპანეთი) 73:85 (4:16, 21:23, 32:32, 16:14)

უნიქსი: გაუდლოკი (22 ქ.), ვუიუკასი (11 ქ.), კურბანოვი (6 ქ. 8 მ.), ზისისი (5 ქ.), ჰერენგოდი (3 ქ. 7 მ.); ეიდსონი (8 ქ. 8 მ.), სოკოლოვი (7 ქ.), ვერემეენკო (6 ქ.), მაკკი (5 ქ.), სერგეევი.

ვალენსია: დოელმენი (26 ქ. 4 ჩ.), ვან როსომი (11 ქ.), სატო (9 ქ. 7 მ.), დუბლევიჩი (4 ქ.), რიბასი (2 ქ.); მარტინესი (14 ქ.), აგილარი (8 ქ.), ლიშჩუკი (5 ქ.), ლუჩიჩი (4 ქ.), ლაფაიეტი (2 ქ. 6 პ.), ტრიგუერო, აბია.

პირველი მატჩი 67:80

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127324