ჩოგბურთი

16:07 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკეთსა და თურქეთში...

უზბეკეთის ქალაქ კარშიში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა ნათია გეგიამ, რომელიც პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ, ყირგიზ კსენია პალკინასთან დამარცხდა – 1:6, 3:6.
ძირითად ბადეში მე-6 განთესვით ითამაშებს სოფო შაფათავა. მისი პირველი მეტოქე რუსი ეკატერინა იაშინაა. წყვილებში შაფათავა და ბელორუსი სვიატლანა პირაჟენკა მე-4 განთესვის მქონე რუსებს – იმავე იაშინასა და პაშკოვას დაუპირისპირდებიან.
თურქეთში, აგრის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ხუთი ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, რომელთაგან სამმა პირველი რაუნდის შეხვედრებიც ჩაატარა და მარცხიც განიცადა.
თეონა ტატიშვილმა თურქ პაიკოჩთან 2:6, 2:6 წააგო, თამარ ჭალაგანიძე კიდევ ერთ მასპინძელ აკგულს ვერ გაუმკლავდა – 6:4, 2:6, 2:6, ხოლო თამარ ცხაკაია რუს სიზიკოვასთან დამარცხდა – 3:6, 1:6. საწყის წრეშივე მარიამ კიკნაძე რუს რომანოვას გაეჯიბრება, ხოლო ბაბილინა მაჩაიძე – თურქ კაირუნს.
წყვილებში ტატიშვილმა და ცხაკაიამ თურქულ დუეტთან (დურმუსი-პაიკოჩი) 4:6, 2:6 წააგეს, ხოლო ჭალაგანიძე და მაჩაიძე ასევე მასპინძლებს – კოკჩესა და უნლუგენჩს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174399