ფეხბურთი

14:33 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი დუშან უჰრინი თბილისშია

პარასკევს დილით, საქართველოში თბილისის “დინამოს” ახლადდანიშნული ჩეხი თავკაცი – უმცროსი დუშან უჰრინი ჩამოფრინდა. როგორც ტელეკომპნაია “რუსთავი 2”-ზე გასული სიუჟეტიდან გაირკვა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალ მწვრთნელთან ერთად 24 ივნისს შეიკრიბება.
დაგეგმილია სამი შეკრება: თბილისში, ბაკურიანსა და სლოვენიაში. მოგეხსენებათ, შვილთან ერთად, “დინამოში” იმუშავებს უფროსი დუშან უჰრინიც, რომელიც კლუბს ამა თუ იმ საკითხებში კონსულტაციას გაუწევს. გარდა ამისა, აქტიური შეხება ექნება “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდებთან. სავარაუდოდ, უფროსი უჰრინი “დინამოს” სლოვენიაში შეუერთდება და თბილისში კლუბთან ერთად ჩამოვა.

დუშან უჰრინი: „მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით. აქ მშვენიერი გარემო დამხვდა ულამაზესი ბაზით. შემიძლია აღვნიშნო, რომ „მლადაში“ და „პოლიტექნიკაში“ ასეთი პირობები ნამდვილად არ ყოფილა. თბილისის „დინამო“ თავისი ისტორიით და ტრადიციით დიდი გუნდია. ბევრი რამ ამ გუნდის შესახებ მამაჩემისგან ვიცი, რომლის მწვრთნელობის დროსაც „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა. პირველად მოხდა, რომ თბილისელები ევროთასების გარეშე დარჩნენ და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ორ დღეში დავიწყებთ მზადებას და შევაფასებთ ფეხბურთელების მომზადების დონეს. ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული სეზონის ჩატარებაა და ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს“.

“დინამოს” წარმომადგენელთა თქმით, უახლოეს დღეებში, ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ. ცხადია, საუბარი იქნება ახალ სატრანსფერო მიზნებზეც.

Loading...
0.113785