სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:07 | 30.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი დუშან უჰრინი: “მე და მამაჩემი თბილისის “დინამოში” მივდივართ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

როგორც გაირკვა, თბილისის “დინამოში” მამა-შვილი დუშან უჰრინების მოსვლა გადაწყვეტილია. ამის შესახებ უმცროსმა უჰრინმა უთხრა ჩეხურ Aktualne-ს. ანუ, შვილი “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდება, ხოლო მამა – კონსულტანტი. პლუს, უფროსი უჰრინი “დინამოს” აკადემიის აღსაზრდელებსაც დააკვირდება, ანუ მთლიანად სტრუქტურაში იმუშავებს.
“ეს საინტერესო პროექტია. მე და მამაჩემს ერთად არასოდეს გვიმუშავია”, – ამბობს დუშან-უმცროსი და აღნიშნავს, რომ რუმინეთიდანაც ჰქონდა შემოთავაზება.
ასევე, ჩეხური საიტების ცნობით, დუშან-უმცროსის კანდიდატურას ჩეხეთის საუკეთესო კლუბები, “სლავია” და ‘სპარტა” განიხილავდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გარიგება არ შედგა.
“მე ადრეც ვმუშაობდი “დინამოში”, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა: გაცილებით დიდი ფინანსებია, გალამაზებულია 55000-იანი სტადიონი და კლუბს სურს, რომ ევროპული მასშტაბით კარგად ითამაშოს. ანუ, “დინამო” ამჟამად სულ სხვა კლუბია”, – ამბობს უფროსი უჰრინი, რომელმაც 1996 წელს ჩეხეთის ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.
რა შეხსენება გინდათ, “დინამო” ბოლოს სწორედ უფროსი უჰრინის მწვრთნელობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი – ეს 2008 წელს მოხდა.
დუშან უჰრინ უმცროსზე: ის 44 წლის გახლავთ და სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს პრაღის “ბოჰემიანსში” დაიწყო, სადაც ორი სეზონი დაჰყო. შემდეგ იყო “ბოლესლავში” (2004-2007), რუმინულ “ტიმიშოარაში” (2007-2008), ასევე რუმინულ “კლუჟში” (2008-2009), დაბრუნდა “ბოლესლავში” (2009-2010), შემდეგ, 2010 წლის იანვრიდან სექტემბრამდე კვიპროსულ ლიმასოლის აელ-ში გახლდათ და 2010-2011 წლების სეზონი ისევ “ტიმიშოარაში” გაატარა.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, 107 ოფიციალური მატჩი მოუგია, 67 ფრედ დაუსრულებია და 73 წაუგია.
დუშან-უმცროსი შედეგიანად მუშაობდა “ბოლესლავსა” და “ტიმიშოარაში”, რომელიც 2011 წელს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა და ალბათ, დღესაც იქ იქნებოდა, რომ არა “ტიმიშოარას” კრიზისი: კლუბმა ლიცენზია ვერ მიიღო, რის გამოც არათუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გავიდა, არამედ, რუმინეთის ქვედა ლიგაში დაქვეითებითაც დასაჯეს. დუშანიც, რა თქმა უნდა, გუნდიდან წავიდა.
რაც შეეხება უფროს უჰრინს, ის ამჟამად 69 წლისაა და მწვრთნელობის 36-წლიანი სტაჟი აქვს: გახლდათ “სპარტაში”, “ჰრადეც კრალოვეში”, “ხებში”, “ტეპლიცეში” (ყველა – ჩეხეთი), ლიმასოლის აელ-ში, აპოელ-ში (ორივე – კვიპროსი), საუდის არაბეთის “ან ნასრში”, ქუვეითის ნაკრებში, შვედურ აიკ-ში, ისრაელის ჰაიფის “მაკაბიში”, თბილისის “დინამოსა” და სლოვაკურ “სლოვანში”.
ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში მის მუშაობაზე უკვე ვთქვით: 1994-1997 წლებში თავკაცობდა ქვეყნის მთავარ ნაკრებს და 1996-ში ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა – ეს მისი სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი იყო. გეხსომებათ, ჩეხეთის მაშინდელ გუნდში გამოჩნდნენ პაველ ნედვედი, პატრიკ ბერგერი, კარელ პობორჟსკი, ვლადიმირ შმიცერი, რადეკ ბეიბლი და სხვები.
“დინამოში” უჰრინ-უფროსმა 2006-2008 წლებში იმუშავა და ჩემპიონიც გახადა, ხოლო მას შემდეგ მხოლოდ ერთი სამსახური გამოიცავალა. კერძოდ, “სლოვანში”.
ის, რომ მამა-შვილი უჰრინებით “დინამო” დაინტერესდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ისინი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასაც შეხვდნენ, ამჯერად კი, საქმე თითქმის მოთავებულია: თავად უჰრინები ამბობენ, რომ საქართველოში მოდიან.

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X