ფეხბურთი

11:07 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტურამი დაკითხვაზე დაიბარეს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველ ლილიან ტურამს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ფრანგული პრესის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, 41 წლის კარინ ლე მარშანმა 4 სექტემბერს პოლიციას მიმართა. ძალადობაში ეჭვმიტანილ ექსფეხბურთელს 17 სექტემბერს დაკითხავენ.

ლილიან ტურამმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა, 36 წლის ასაკში. ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120199