ფეხბურთი

16:05 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის შემდეგ “რომაში” 10-ნომრიან მაისურს აღარ ჩაიცვამენ

იტალიის “რომას” პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას თქმით, როდესაც ფრანჩესკო ტოტი კარიერას დაასრულებს, დედაქალაქურ საფეხბურთო კლუბში 10-ნომრიანი მაისურით სხვა არავინ ითამაშებს.

“კარგი იქნება, რომ დე როსიმ და ფლორენციმ მისი გზა გაიმეორონ. ბოსტონში ლარი ბიორდი და პოლ პირსი გვყავდა, რომლებთან განშორება იოლი არ იყო. მსურს, რომ “რომაში” ფეხბურთელებმა 10-15 წელი ითამაშონ. რა მოხდება, როდესაც ტოტი კარიერას დაასრულებს? რა თქმა უნდა, 10-ნომრიანი მაისურით აღარ ვისარგებლებთ. ამაში ეჭვი არავის ეპარება”- იუწყება პალოტას სიტყვებს იტალიური პრესა.

37 წლის ტოტი “რომაში” 1992 წლიდან თამაშობს და 700 მატჩში 288 გოლი გაიტანა. 

0.110743