ფეხბურთი

16:00 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: “ძანეტი ლეგენდაა”

“რომას” თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი ხავიერ ძანეტის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა და არგენტინელს ლეგენდა უწოდა.

ხავიერ ძანეტი მილანის "ინტერის" მაისურით ბოლო მატჩს "ლაციოს" წინააღმდეგ ჩაატარებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობება.

“ძანეტის მსგავსი ფეხბურთელები წლების განმავლობაში არა მხოლოდ კლუბის სიმბოლოები არიან, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩემპიონებად რჩებიან. ძანეტიმ ეს დაიმსახურა თავისი ქცევებით, პროფესიონალიზმით და მიღწევებით. მადლობა მას რაც გააკეთა მსოფლიო ფეხბურთისთვის, ძანეტი ჩვენთვის ლეგენდაა”, - განაცხადა ტოტიმ თავის ოფიციალურ ბლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ ძანეტი მილანის "ინტერში" 19 წელიწადი თამაშობდა.

გიორგი ბალახაძე 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115642