ფეხბურთი

17:02 | 28.06.2011 | ნანახია 2338 - ჯერ

თოთაძე და განუგრავა იჯარით “პაპაში” გაუშვეს

უნგრულმა “დიორმა” ქართველი ლეგიონერები - ლაშა თოთაძე და გიორგი განუგრავა თანალიგელ “ლომბარდ პაპაში” გაანათხოვრა.
ინტერნეტ-გამოცემების naplo-online.hu-სა და nemzetisport-ის ცნობით, ცენტრალური მცველი თოთაძე და ნახევარმცველი განუგრავა ახალ კლუბში იჯარით 2011-2012 წლების სეზონში დარჩებიან.
22 წლის თოთაძემ გასულ სეზონში “დიორის” პირველ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა, ხოლო სარეზერვო გუნდში ნათამაშებ ცამეტ შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. 23 წლის განუგრავამ ძირითად გუნდში გამართულ თორმეტ თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოლო დუბლშემადგენლობაში მოედანზე გასვლა 5-ჯერ მოუწია და ამ შემთხვევაშიც მის აქტივში ერთი გოლია.
“დიორში”, სადაც გასულ სეზონში ოთხი ქართველი ირიცხებოდა, მხოლოდ ფორვარდი რატი ალექსიძე დარჩა.

 

ლაშა თაბაგარი
 

Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:22 | 29.06.2011
leo-dzia (5518)

Unda chamoxvidet yvela aq!

21:47 | 28.06.2011
gogol (1522)

წამოდით ბიჭო წამოდიიიიიიიიიიით არ ჭირდები წამოდი რა ტო ესეთი ძნელი გასაგებიაა რა პაპა არა ბაბუააა ტო ნერვები მეშლება რააა ეს რაა არი სულ გაიფარჩაკეს თავები ლიჟბი ლეგიონერი ერქვათ და თუ გინდა ასო ერქვას გუუდს მაინც იქ უნდათ...

18:04 | 28.06.2011
deqster (10377)

sisva ოლიმპს დახატავდა განუგრავა ევროთასებზე :P

17:40 | 28.06.2011
sisva (1244)

ეს ბიჭები მართლა დაამშვენებდნენ საქართველოს ჩემპიონატს... ტორპედო, ოლიმპი, ორივე ამ გუნდს გამოადგებოდა...

17:34 | 28.06.2011
deqster (10377)

დინამოში როდის იყვნენ?? ორივე კარგი ბიჭები არიან... განსაკუთრებით განუგრავა, ეგ ბიჭი ეროვნულ ნაკრებში და ყველა ახალგაზრდულში ერთად თამაშით და მერე აქეთ იქით სირბილით დაღუპეს თორე ძალიან დიდი პოტენციალი აქვს... თოთაძე კიდე კიევის დინამოში რომ წავიდა გაგრადან ან არუნდაწასულიყო ან ბოლომდე უნდა ებძოლა ძირითადისთვის....

17:29 | 28.06.2011
araza45 (1405)

ვერ იჯერებენ რომ ქვეყანა ფეხზე დგება

17:24 | 28.06.2011
playmaker (4719)

shako16 დინამოში იყვნენ? როდის იყო ეგ, რაღაც ვერ ვიხსენებ, ეხლა შეკრებაზე რომ იყვნენ?

17:15 | 28.06.2011
dinamotbilisi$ (2441)

playmaker დინამოში იყვნენ სინჯებზე და არ დაიტოვეს . ისე ეს განუგრავა ოლიმპს უნდოდა მაგრამ ვერ გამოისყიდა

17:07 | 28.06.2011
playmaker (4719)

დაულომბარდებიათ ფაქტიურად ჩვენი ოქრო-ვერცხლი)) ჩამოდით ბიჭებო საქართველოში, ჩამოდით! ლომბარდ პაპა თუ პოპა რაღა გუნდია, რო მაგის გულისათვის იმ სიშორეს არ წახვიდეთ სათამაშოდ. ძლიერდებიან აქაც კლუბები და ბოლოს და ბოლოს თქვენს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან მაინც იქნებით

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.089081