ფეხბურთი

12:44 | 25.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

თოთაძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა

24 წლის ქართველი მცველი ლაშა თოთაძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა. როგორც იცით, თოთაძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი გორის "დილაში" გაატარა და ამ ზაფხულს უნგრულ "დიორს" დაუბრუნდა, თუმცა იქ ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტი გახდა.
ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" ბათუმელთა მწვრთნელმა გია გურულმა დაუდასტურა.
თოთაძე 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და 2 გოლიც გაუტანია. მას შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალურ მცველად თამაშიც, თუმცა მეტწილად, მარცხნივ გამოდის.

 

ილია ნანობაშვილი
 

Loading...
0.17147