ფეხბურთი

10:46 | 28.12.2010 | ნანახია 2446 - ჯერ

"ტორპედომ" "ბაიადან" გუგუჩია და წურწუმია ინათხოვრა

ქუთაისის “ტორპედომ”, ზუგდიდის “ბაიადან” ორი ფეხბურთელი გადაიბირა და ორივე ნახევარმცველია – ლუკა გუგუჩია და ლევან წურწუმია. ორივენი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს. ამრიგად, “ტორპედოს” ხუთი ახალწვეული მოუგროვდა – რევაზ გოცირიძე, გია მეგრელაძე, ნიკა მაისურაძე, წურწუმია და გუგუჩია.
აქვე, გუნდიდან წასულებზეც, ესენი არიან: ირაკლი ცნობილაძე, რევაზ კვერნაძე, ბექა ბიბილაშვილი და ლევან კირკიტაძე. ტრანსფერზეა დაყენებული ზაურ ხაჭიპერაძე, რომელმაც გასულ სეზონში “სამტრედიაში” თამაშისას, საკმაო რაოდენობის გოლები გაიტანა.
ერთიც, “ტორპედო” ორი კამერუნელი ლეგიონერის გასინჯვას აღარ აპირებს, არადა, თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ აფრიკელები ანთალიის შეკრებაზე უნდა შეერთებოდნენ იმერულ კლუბს. კამერუნელები საფრანგეთში მცხოვრები გია გურულის რეკომენდაციით უნდა მისულიყვნენ “ტორპედოში”, თუმცა ქართულმა კლუბმა საბოლოოდ უარი თქვა მათზე.
ქუთათურები ხუთ ახალწვეულზე არ ჩერდებიან და გაძლიერებას აპირებენ:
“მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, უბრალოდ, მათი გვარების აფიშირება არ გვსურს, რათა სხვა გუნდებმა არ მოახდინონ მათზე ზემოქმედება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” “ტორპედოს” სელექციონერმა დათო ყენიამ.
ილია ნანობაშვილი


 

Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:01 | 28.12.2010
took13 (93)

აუ რა გაა ტ რ აკეს საქმე ... ყველა თქვენთაგანზე კარგად იცის იმ ხალხმა რას აკეთებს და მოდი და ტრა . .კი დააყენეთ და შედეგს დაუცადეთ, რას თხოვთ ამ ხალხს ??? 1 წელიწადში გალაქტიკოსს ვერ გაკეთებენ , ფხაკაძეა ამ კლუბის პატრონი პერესი კი არა !!!!!!! ვისაც არ მოწონს დგევანდელი სიტუაცია, ადგეს და თვითონ უკეთესე შექმნას !!!!

17:17 | 28.12.2010
azuka (652)

თუარ ვცდები შესაძლოა ტორპედომ გიორგი მემარნიშვილიც დაიმატონ ძალიან საიმედო მარჯვენა მცველია თუ გახსოვთ თამაშობდა მემარნა ტორპედოში და თან საკმაოდ წარმატებულად სადაც ყოფილა ყველგან სტაბილურად თამაშობდა ეხლა იტალიაშია და ბრუნდება საქართველოში

17:13 | 28.12.2010
azuka (652)

გუგუჩიათი,წურწუმიათი და მაისურაძით უნდათ რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ კარგით რაა დაიმატონ კახა ჩხეტიანი,გრიგოლ დოლიძე,ალეკო გოგობერიშვილი,სანდრო კობახიძე ჩამოიყვანონ კრივბასიდან,ტატანაშვილი,რაუნდათ ტორპედოში თარხნიშვილს დათუნაიშვილს ფოფხაძეს რაუნდათ

17:04 | 28.12.2010
vaxtangi (61)

ამათი გაკეთებული საქმე მ.....ნ. აზრზე არ არინ რას აკეთებენ, ჯერ მუმლაძეს აბოლებინეს თავი, ახლა ყენია გიგატაძეს. გაბელია, ჩივაძე, გუცაევი, მ.მაჩაიძე (ეს ხალხი ცუდად არ მიხსენებია)და ტაჰამატა დაიმატონ იქნებ. უწინასწარმეტყველებ რომ თუ თამაშები არ იყიდეს ბოლო სამეულს ვერ ასცდებიან. როგორც ვიტ–ჯორჯიას, შემდეგ კი ოლიმპის ჩემპიონობა იკითხებოდა ასევე ახლა ზესტაფონის ჩემპიონობა და ტორპედოს "თასი" იკვეთება. ჩაგიჯ...თ ბეხბურთში!!!!!!!!!!!!!!

14:16 | 28.12.2010
bajo99 (1960)

miriana და ვსიო?სულ ეს იქნება ტორპედოს გაძლიერება?

14:06 | 28.12.2010
saqme (2204)

ხო ხო ერთმანეთი დაასუსტეთ და ამით გააძლიერებთ ჩემპიონატს რააა......ან რა ფეხბურთელები ესენიარიან, ამით რას უნდა მიაღწიო?..........

13:19 | 28.12.2010
puma (1097)

მივესალმები "ტორპედოს" გადაწყვეტილებას. უცხოელების მოწვევის ნაცვლად ძლიერი მწვრთნელი მოიწვიონ კონსულტანტად და ჩვენ ბაჭებს გაუზარდონ ხელფასები. შედეგი ასე უფრო სწრაფად მოვა.

12:24 | 28.12.2010
bajo99 (1960)

თუ მაგარია მაგას რა აჯობებს და თუ გაამართლებს დადებენ...ანუ წურწუმია არ ვარგა,მარტო გუგუჩია რომ აღნიშნე?

12:22 | 28.12.2010
zura-68 (371)

bajo99, გუგუჩია მართლა მაგარია, რაშიც თავად დარწმუნდები და მომავლისთვის ჯობია მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი დადონ...

12:12 | 28.12.2010
lomguli (182)

ჩომახიძე ასაკოვანი არის მაგრამ გამოადგება ტორპედოს დაიმატონ რა სამტრედიაში არ დარჩება

12:08 | 28.12.2010
lomguli (182)

ვინმემ თუ რამე იცით ამ ფეხბურთელების შესახებ დაწერეთ რა. ლიპარტია კლიმიაშვილიდან რომელიმე იყიდონ რა

12:05 | 28.12.2010
bajo99 (1960)

და ეგ გუგუჩია და წურწუმია ტორპედოს დონის ფეხბურთელები არიან?ანუ ევროსარბიელზე გამოგვადგება,მაგალითად იგივე ჩეხური ბანიკის ბარიერის გადასალახად?წარმატებები ტორპედოს...ხო ზესტაფონი ჩემპიონი გახდეს,თასი კი ტორპედოს...

11:31 | 28.12.2010
maniu (1575)

კაია ასე გააგრძელეთ 2 წრეში უფრო კაი შედეგი გვინდა თან ზესტა უნდა გამოვაგდოთ თასზე და ჩვენია რა

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.095272