სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:46 | 5.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილს “მსოფლიო სპორტის თასი“ გადაეცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

როგორც იცით, “მსოფლიო სპორტის თასისა“ და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე წლევანდელი ინტერნეტ-გამოკითხვის გამარჯვებული გახდა უკრაინის „ილიჩივეცის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 642 ხმა დააგროვა (გამოკითხვაში მონაწილეობა 1831-მა გულშემატკივარმა მიიღო).
ოქრიაშვილის დაჯილდოება გაზეთ “მსოფლიო სპორტის” ოფისში შედგა. 20 წლის ნახევარმცველს წლეულს კარგი სეზონი ჰქონდა: რად ღირს თუნდაც მისი გოლ-შედევრი ბელარუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში, როცა ერთი ფინტით სამი მცველი მოატყუა და მეკარეს რბილად, ტექნიკურად დაურტყა. სხვათა შორის, ეს თორნიკეს პირველი მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში (ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობთ).
ოქრიაშვილმა ასევე მწვავედ ითამაშა ესპანეთთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში და კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა სხვა მატჩებში.   
მე-2 ადგილზე, 588 ხმით, ჰოლანდიის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი წილად ხვდა თბილისის „დინამოს“ გოლკიპერ გიორგი ლორიას, რომელმაც გამოკითხულთა 280 ხმა მიიღო.
დაპირებისამებრ, “მსოფლიო სპორტის თასის“ მფლობელის თორნიკე ოქრიაშვილის პირველი მწვრთნელი მამუკა ფანცულაია 2013 წელს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს, ხოლო კაშიასა და ლორიას პირველი დამრიგებლები, ყოველთვიურად 100-100 ლარს მიიღებენ.
თორნიკე ოქრიაშვილი: “დიდი მადლობა. გახარებული ვარ ამ პრიზის მოგებით და “მსოფლიო სპორტის” თასს დღეს საღამოს ჩემს პატარა ვაჟს, ალექსანდრეს ვაჩუქებ (თორნიკემ თავისი ვაჟი სწორედ დღეს მონათლა). მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც მხარი დამიჭირა. კონკურენტები მართლაც ძალიან ძლიერები იყვნენ”.
დავით ბაკურაძე (”worldsport.ge-ის” მთავარი რედაქტორი): “ვულოცავ თორნიკეს. მან  დამსახურებულად მოიგო “მსოფლიო სპორტის თასი”. უნდა ითქვას, რომ მის კონკურენტებსაც კარგი სეზონი ჰქონდათ და რომელიმე მათგანს რომ მოეგო, ნამდვილად არ იქნებოდა დაუმსახურებელი. მაგალითად, ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა გურამ კაშიას; ასევე, გამოირჩა გიორგი ლორია თავის ლამაზი და ეფექტური თამაშით; ჯაბა დვალი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ როგორც “ზესტაფონის”, ისე თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში; დავით თარგამაძე ქართველ ფეხბურთელთაგან უკვე მეორე სეზონია ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, გაიმარჯვა ოქრიაშვილმა. გულშემატკივრებმა ასე გადაწყვიტეს და ვულოცავ თორნიკეს. როცა ჩვენ ვიხსენებთ ისტორიაში ქართველთა საუკეთესო გოლებს, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილის გოლიც დარჩება, რომელიც ბელარუსებს გაუტანა. თორნიკე აქტიური იყო ესპანეთთან შეხვედრაშიც, სწორედ მან განახორციელა პირველი გარღვევა, მან გაამწვავა თამაში თავიდან, რომლის შემდეგ მთელი ნაკრები უკეთ ათამაშდა. ვისურვებდით, რომ თორნიკეს გაცილებით უკეთესი სეზონი ჰქონოდეს წლეულს და შემდგომ წლებშიც”.      
ოქრიაშვილი 6 იანვარს დონეცკში გაფრინდება და “შახტარს” შეუერთდება. დიდი ალბათობით, “მსოფლიო სპორტის” წლევანდელი გამარჯვებული უკრაინის საუკეთესო გუნდში გააგრძელებს კარიერას. ჯერ ბოლომდე მაინც არაა გადაწყვეტილი და მოვიცადოთ – ყველაფერი “შახტარის” მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს სიტყვაზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.209478
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X