ფეხბურთი

22:46 | 5.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილს “მსოფლიო სპორტის თასი“ გადაეცა

როგორც იცით, “მსოფლიო სპორტის თასისა“ და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე წლევანდელი ინტერნეტ-გამოკითხვის გამარჯვებული გახდა უკრაინის „ილიჩივეცის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 642 ხმა დააგროვა (გამოკითხვაში მონაწილეობა 1831-მა გულშემატკივარმა მიიღო).
ოქრიაშვილის დაჯილდოება გაზეთ “მსოფლიო სპორტის” ოფისში შედგა. 20 წლის ნახევარმცველს წლეულს კარგი სეზონი ჰქონდა: რად ღირს თუნდაც მისი გოლ-შედევრი ბელარუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში, როცა ერთი ფინტით სამი მცველი მოატყუა და მეკარეს რბილად, ტექნიკურად დაურტყა. სხვათა შორის, ეს თორნიკეს პირველი მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში (ოფიციალურ შეხვედრებს ვგულისხმობთ).
ოქრიაშვილმა ასევე მწვავედ ითამაშა ესპანეთთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში და კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა სხვა მატჩებში.   
მე-2 ადგილზე, 588 ხმით, ჰოლანდიის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი წილად ხვდა თბილისის „დინამოს“ გოლკიპერ გიორგი ლორიას, რომელმაც გამოკითხულთა 280 ხმა მიიღო.
დაპირებისამებრ, “მსოფლიო სპორტის თასის“ მფლობელის თორნიკე ოქრიაშვილის პირველი მწვრთნელი მამუკა ფანცულაია 2013 წელს ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს, ხოლო კაშიასა და ლორიას პირველი დამრიგებლები, ყოველთვიურად 100-100 ლარს მიიღებენ.
თორნიკე ოქრიაშვილი: “დიდი მადლობა. გახარებული ვარ ამ პრიზის მოგებით და “მსოფლიო სპორტის” თასს დღეს საღამოს ჩემს პატარა ვაჟს, ალექსანდრეს ვაჩუქებ (თორნიკემ თავისი ვაჟი სწორედ დღეს მონათლა). მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც მხარი დამიჭირა. კონკურენტები მართლაც ძალიან ძლიერები იყვნენ”.
დავით ბაკურაძე (”worldsport.ge-ის” მთავარი რედაქტორი): “ვულოცავ თორნიკეს. მან  დამსახურებულად მოიგო “მსოფლიო სპორტის თასი”. უნდა ითქვას, რომ მის კონკურენტებსაც კარგი სეზონი ჰქონდათ და რომელიმე მათგანს რომ მოეგო, ნამდვილად არ იქნებოდა დაუმსახურებელი. მაგალითად, ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა გურამ კაშიას; ასევე, გამოირჩა გიორგი ლორია თავის ლამაზი და ეფექტური თამაშით; ჯაბა დვალი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ როგორც “ზესტაფონის”, ისე თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში; დავით თარგამაძე ქართველ ფეხბურთელთაგან უკვე მეორე სეზონია ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, გაიმარჯვა ოქრიაშვილმა. გულშემატკივრებმა ასე გადაწყვიტეს და ვულოცავ თორნიკეს. როცა ჩვენ ვიხსენებთ ისტორიაში ქართველთა საუკეთესო გოლებს, მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილის გოლიც დარჩება, რომელიც ბელარუსებს გაუტანა. თორნიკე აქტიური იყო ესპანეთთან შეხვედრაშიც, სწორედ მან განახორციელა პირველი გარღვევა, მან გაამწვავა თამაში თავიდან, რომლის შემდეგ მთელი ნაკრები უკეთ ათამაშდა. ვისურვებდით, რომ თორნიკეს გაცილებით უკეთესი სეზონი ჰქონოდეს წლეულს და შემდგომ წლებშიც”.      
ოქრიაშვილი 6 იანვარს დონეცკში გაფრინდება და “შახტარს” შეუერთდება. დიდი ალბათობით, “მსოფლიო სპორტის” წლევანდელი გამარჯვებული უკრაინის საუკეთესო გუნდში გააგრძელებს კარიერას. ჯერ ბოლომდე მაინც არაა გადაწყვეტილი და მოვიცადოთ – ყველაფერი “შახტარის” მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს სიტყვაზეა დამოკიდებული.

Loading...

კომენტარები (39)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:14 | 11.01.2013
giotoko (4)

ოქრი გენაცვალე შენი იმედი გვაქვს გულეშემატკივრებს, მეტი ვარჯიში და ყველაფერი კარგათ იქნება, ჯერ ახალგაზრდა ხარ და წინ გაქვს ყველაფერი. გისურვებ წარმატებებს მალე შახტარში უნდა გადახვიდე აუცილებლად.

14:37 | 07.01.2013
S.A.F. (2852)

22 საათზე იწყება ვნახე ვისაც უნდა ყურება არ გამოტოვოთ..

14:22 | 07.01.2013
S.A.F. (2852)

დღეს მესის დაჯოლდოვება რომელ საათზეა არავინ იცის?

12:39 | 07.01.2013
:d)) (9)

დარეგისტრირდით და გაერთეთ უძლიერესი საფეღბურთო მენეჯერით და ითამაშეთ ათიათასობით ქართველთან და ასიათასობით უცხოელთან ერთად, გააკეთეთ თქვენი საყვარელი გუნდი, მალე დარეგისტრირდით დღეს პირველი თამაში გელოდებათ: http://trophymanager.com/?c=2681411

09:19 | 07.01.2013
fcdila-acmilan (171)

dzmebo dges sauketeso pexburtelis dajildoeba romel saatze da ra arxze dzmurat mitxarit

09:18 | 07.01.2013
fcdila-acmilan (171)

ai wels jive shaxtaria pinalshi da imedia oqriashvili itamashebs

02:05 | 07.01.2013
sportsfan (1195)

ნეტავ როდის მოვა ის დრო კიდევ ერთი ქართველი გრანდში ითამაშებდეს და ტიტულებს მოიგებდეს, მისი უშუალო მონაწილებით

23:24 | 06.01.2013
antaress90 (1216)

წარმატებები მომავალშიც

19:58 | 06.01.2013
ramo (435)

კაი ბიჭია. ჩავრდნა 2011-ში ქონდა, მაგრამ ამოქაჩა. თვოთონ თქვა ჩემი ბრალი იყოო. ანუ თვითკრიტიკულია. ცოტა ბევრს ათრევს ბურთს, ამიტომ შახტარში ალბათ არ ათამაშებენ. იქნებ დარჩენა ჯობდეს ერთი წელი. ღმერთი შენკენ.

19:46 | 06.01.2013
playmaker (4722)

კაშია იყო წელს საუკეთესო ჩემი აზრით, მაგრამ თორნიკესთვისაც ალალია, თუნდაც ავანსად დაარქვით. მართალი უწერია ქვემოთ ერთს ქართველებს გვიტაცებს ლამაზი ფეხბურთი, იმ გოლმა ალბათ დიდად განსაზღვრა თორნიკეს გამარჯვება. ვულოცავ და დასაწყისი იყოს დიდი გამარჯვებების

17:16 | 06.01.2013
dato-barsa (50)

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/asakobrivi-nakrebebi/43856-giorgi-nergadze-samkhreth-afrikashi-mothamashe-qarthveli-fekhburtheli.html გიორგი ნერგაძის ინტერვიუა

15:25 | 06.01.2013
akhali (10758)

თორნიკე გილოცავ!!!მაგარი გოლი გაიტანე ბელორუსთან!მოსკოვში კართველებს ვეუბნებოდი-ვისაც არ გინახიათ აუცილებლად ნახეთ იუთუბში-შედევრი! მაგრამ თორნიკე ეს პრიზი დიდი ავანსია და იმედს ვიკონიებ გააგრძელებ დახვეწას ტეკნიკის(მინსკში 45წუთზე დრიბლინგამდე ძალიან ხშირად დაკარგე ბურთი)და მომავალში ხშირად გაგვახარებ!ალბათ კინკლაძესთან ინტერვიუ წაიკიღხე და მის შეცდომებს აღარ გაიმეორებთ კართველი ფეხბურთელები...

14:58 | 06.01.2013
Dinamo - Bayern (1568)

ნიორაძე კოშკაძე ეხლა ბრატ ზუგდიდში თამაშობს გაბელიამ წაიყვანა

14:12 | 06.01.2013
ნიორაძე (301)

შარშან რო დინამო აეკი იყო, გოლი გაუტანა აეკს 2 წუთზე კოშკაძემ სად წავიდა ეგაა ?

13:12 | 06.01.2013
marca (2735)

ვარკეთილელებიიი = )) :*** ამათ ვენაცვალე

12:09 | 06.01.2013
Gio Rijvadze (2474)

მაგრამ ვფიქრობ კაშიაც იმსახურებდა

12:08 | 06.01.2013
Gio Rijvadze (2474)

ჩვენი მომავალი

11:47 | 06.01.2013
revishvili777 (79)

წელს გამოჩნდება ვის ეკუთვნოდა ეს თასი და ვინ იმსახურებდა

10:13 | 06.01.2013
pes2011 (142)

arlekino გეთანხმები მეგობარო , კაშიას ბევრად უკეთესი სეზონი ქონდა მაგრამ ეგ არაფერი ოქრიც კაი ბიჭია , დავაააი მგლებო თქვენი იმედი გვაქ ნაკრებში

02:47 | 06.01.2013
dpj-001 (1558)

lado ამას ნაღდად არ მოუკლია თამაშისთვის მოუკლო და თან კატასტროფულად თარგამაძემ და ჩაცმულობIტ ეხა მას რა ნახეთ რო განსაკუთრებული აცვია,ან თუ ჩაიცვა ვისი საქმეა,აბა ბომჟივით იაროს?თან ჯერ 20 წლისაა თუ დაიზმანები ეხა უნდა დაიზმანო,ოღონდ თავში არ უნდა აუვარდეს და მის თავზე მუშაობა გააგრძელოს,აბა კალაძე რო არმანის საცვლებით სურათებს იღებდა რა ფეხბურთი არ უთამაშია?კარგით რა

01:48 | 06.01.2013
lado (1509)

კრისტიანო რონალდო თუ ისავმს ყოველი თამაშის წინ თავზე ჟელეს და მაკიაჯს იკეთებს იმიტომ არ არაა მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი.. დიდი ამბავი ადამიანი გარეგნობას აქცევდეს ყურადღებას.. კი არა პირიქით, ჩემი აზრით ადამინმა პირველ რიგში თავის თავს უნდა სცეს პატივი და ბომჯივით ჩაცმულმა არ იაროს.. ისე რაღამც ოქრიზეა ლაპარაკი, ამ ბიჭმა იმ პაციბიის მერე ვეღარაფერი ითამაშა, ყველა თამაში ვნახე ილიჩევიცის, და ბოლოს უკვე ზამენიდანაც ერთვებოდა თამაშში, იმედია მხოლოდ გადაღლის ბრალი იყო..

01:17 | 06.01.2013
bars100 (1495)

ika_karala 5.01.2013 23:21:31 აი ესეა ბატონო პროფესორებო და ფეხბურთის მცოდნეებო.. ამ კაცმა შარშან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და ამიტომაც გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ დამტკივცდა რომ ქართველ გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთი უყვარს და არა სვარკა მეც მაგიტო მივეცი ოქრიაშვილს ხმა.

01:14 | 06.01.2013
michael_jordan (3195)

აბა ბანძივით რატო უნდა ეცვას სიმპატიური მასტია ) გილოცავ ოქრი.

00:54 | 06.01.2013
arsenale99 (166)

Gilocav okri! Magari kacixar warmatebebi vusurvot dzmebo yoveltvis nu vedzebt ragac mizezebs gasakritikeblad.

00:29 | 06.01.2013
Shevche (14368)

მიდი ოქრი, შენებური დრიბლინგები აჩვენე მირჩას და უეჭველი დაგტოვებს ) მოგებას გილოცავ

00:03 | 06.01.2013
nika_milan (302)

ყველაზე მაგარი ერი ვართ საღოლ) რატო ვართ ყველაზე ბოღმიანები და შურიანები 20 წლის ბიჭმა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო, ძალიან ძლიერი კლუბ ფიქრობს დაიმატოს თუ არა, დღეს შვილი მონათლა ახალი წელია ბოლობოლო და მილოცვის მაგივრად ტიპებმა სალონში რატო დადიხარ და კაი ზმანი რატო გაცვიაო)))))))

23:44 | 05.01.2013
Kala94 (6114)

გილოცავ ოქრი !

23:41 | 05.01.2013
arlekino (1003)

“მსოფლიო სპორტის თასისა“ და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის-----პრიზი ფეხბურთელი რომელმაც დაამახსოვრა ქართველ გულშემატკივარს ლამაზი გოლით თავი 2012 წელს----აი ეს პრიზი უნდა გათამაშებულიყო და თორნიკე უთუოდ პირველი იქნებოდა,რაც შეეხება საუკეთესოს ის 2012 ში კაშიაა და ორი აზრი არარსებობს,მიუხედავად ამისა ულოცავ სულით და გულით ამ აღიარებას და იმედია არარის ის ბიჭი რომ მიღწეულით კმაყოფილდებოდეს...წარმატებებს უსურვებ

23:30 | 05.01.2013
levani82 (41463)

ისე რა უცნაურები ვართ რა. ამან, რომ მოიგო ეგრევე გილოცავთო და მერება, რომ იგებდა აქ ხალხი იმას წერდა, რომ სულ მაგათი ხალხი აძლევს ხმასო.

23:29 | 05.01.2013
tornike_qochlaa (5528)

goga_totti5.01.2013 მაშინ ბექემს რაც ზმანი აქ ფეხბურთელი არ ყოფილა

23:26 | 05.01.2013
tornike_qochlaa (5528)

big_fish ექნება ძმაო რადგან შახტიორშია და შახტარი უხდის ნახევარს ))

23:21 | 05.01.2013
იკა..იუვე..10 (3975)

აი ესეა ბატონო პროფესორებო და ფეხბურთის მცოდნეებო.. ამ კაცმა შარშან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და ამიტომაც გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ დამტკივცდა რომ ქართველ გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთი უყვარს და არა სვარკა

23:18 | 05.01.2013
tornike_qochlaa (5528)

Derrick-rose შენ რო იყო 20 წლის და თვეშიესე 40 ათასიდოლარი გქონდეს ხელფასი მაგარ ზმანს არ დაითრევ ესეც ადამიანია )

23:15 | 05.01.2013
torres9 (El niño) (20977)

მაგარი კაცია...კიდე ბეევრი უნდა იმუშოას საკუთარ თავზე და დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში

23:12 | 05.01.2013
iolasha (261)

ადმინ გადაწყვეტილია შახტარს მიყვება ნაგდად?

23:11 | 05.01.2013
YourAgent=)) (1061)

big_fish ხო კაი ეგრე ქენი ძმაო, შენ იცი.. ამ შახტარმა ხო შ ე ი ყ ო რა დააბრუნოს ეს და თაგვი..

23:08 | 05.01.2013
lukabarca (16)

მაგარი კაცია

23:07 | 05.01.2013
metro-metro! (1871)

http://www.youtube.com/watch?v=rzWvO8z4Lew

23:05 | 05.01.2013
YourAgent=)) (1061)

გილოცავ ოქრი... Derrick-rose მიულოცე ტო რა სალონზე ამახვილებ ყურადღებას

0.186804