ფეხბურთი

22:32 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჰირი: “სეზონის ბოლოს ძანეტი კლუბის მმართველობაში გადაინაცვლებს”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი აცხადებს, რომ მისი გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კლუბის მმართველ გუნდში გადაინაცვლებს.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძანეტის არაერთხელ შევხვდი. განხილვა დასრულდა – ის კლუბის მმართველობის წევრი გახდება.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს Football Italia.

ტოჰირის განცხადება ნიშნავს, რომ ძანეტი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

ხავიერ ძანეტი “ინტერში” 1995 წლიდან თამაშობს. ის კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, მასიმო მორატის პირველი შენაძენია. “ინტერის” მაისურით ძანეტიმ 856 თამაში ჩაატარა და 16 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132374