ფეხბურთი

12:16 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: “სუარესი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა”

“ნიუ იორკ რედ ბულზის” შემტევი, ვეტერანი ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და მასზე უნივერსალური არავინაა.

“თუ მხოლოდ გოლის გატანაზე ვისაუბრებთ, ლუისი ერთ-ერთია ვისაც ყველა პოზიციიდან შეუძლია გატანა, - უთხრა ანრიმ A Bola-ს, - ვფიქრობ, ის მსოფლიოში საუკეთესოა. მას ყველაფერი აქვს: ჟინი, კარგად დაყენებული დარტყმა, ჩინებულად თამაშობს თავით. დღეს მასზე კარგად არავინ იცის როგორ გაიტანოს გოლი.”

ამასობაში, სუარესი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს, ბარსელონას ქუჩებში მეუღლე სოფიასთან ერთად გამოჩნდა და ადგილობრივი ფანების დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134121