ჭადრაკი

15:34 | 23.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

თასი ფანცულაიამ მოიგო

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ლევან ფანცულაიას (2578) გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს თასის გათამაშება კლასიკურ ჭადრაკში.
ფანცულაიამ 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ ლულა პაიჭაძეს (2508) ნახევარი ქულით გაუსწრო. მე-3 ადგილზე 6.5 ქულით შოთა აზალაძე (2483) გავიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160747