ფეხბურთი

11:40 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი კარიერას ასრულებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ ს1ოულზმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბრიტანული პრესის ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი წერტილის დასმას მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს. მშობლიურ “ოლდ ტრაფორდს” კი 12 მაისს, “სუონსისთან” მატჩით გამოემშვიდობება.

შეგახსენებთ, სქოულზმა ანალოგიური გადაწყვეტილება 2011 წელსაც მიიღო და წავიდა კიდეც ფეხბურთიდან, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით - 2012 წლის იანვარში მინდორს ისევ დაუბრუნდა. წლეულს კი ტრავმის გამო იძულებითი დასვენება უწევს.

ბრიტანული გამოცემებისვე ვარაუდით, პოლ სქოულზი შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის თანაშემწედ დაინიშნოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113903