ჭიდაობა

14:55 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ლიპარტელიანი სამბოს საერთაშორისო ფედერაციაში აირჩიეს

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAS) სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ 25-ე საიუბილეო საარჩევნო კონგრესზე, 96 ეროვნული ფედერაციის 207 დელეგატი მონაწილეობდა. კონგრესმა ფედერაციის პეზიდენტად ვასილი შესტაკოვი მეორე ვადით აირჩია.

კონგრესმა წარმოადგინა სამბოს უახლოესი კალენდარი, სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ოლიმპიურ თამაშებში გაწევრიანების პერსპექტივა. ხუთივე კონტინენტის სამბოს ოჯახის წევრებმა ნიკარაგუას, სეიშელის კუნძულების, სინგაპურის, გვატემალას, ტრინადას, სალვადორისა და ტობაგოს FIAS-ს წევრებად მიღებას მხარი დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ სამბოს არსებობის 75 წლის განმავლობაში FIAS-ს სტრუქტურაში საქართველოდან პირველი წარმომადგენელი სწორედ სოსო ლიპარტელიანია. საქართველოს სამბოს თავკაცის მოადგილეები კოლუმბიისა და მონღოლეთის სამბოს პრეზიდენტები იქნებიან.

სოსო ლიპარტელიანი სამბოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. დაიბადა 1971 წლის 3 თებერვალს ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში. არის ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი – სამბოში. იყო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

 

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.135931