ფეხბურთი

15:21 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი წასვლაზე არ ფიქრობს

სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 29 წლის ჰოლანდიელი სამკურნალოდ იტალიაშია და გაჩნდა ცნობები, რომ ნახევარმცველი აპენინებზე აპირებდა დაბრუნებას.

“მე “გალათასარაის” ფეხბურთელი ვარ. სადღეისოდ, მხოლოდ ამ კლუბში ასპარეზობას ვფიქრობ და სხვანაგნ წასვლას არ ვაპირებ”, - განუცხადა სნეიდერმა იტალიელ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, სნეიდერმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლით გამოირჩა.

 

0.116546