ფეხბურთი

12:21 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი სასტარტო შემადგენლობაში იქნება

თურქული “გალათასარაის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალისგან მიწვევა მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი დაშავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის პირველი წუთებიდან ითამაშებს.

ვან გაალმა 29 წლის ფეხბურთელს ივნისში კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და აგვისტოში პორტუგალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩშიც არ გამოიძახა. საკუთარ გადაწყვეტილებას ის მოთამაშის ცუდი სათამაშო ფორმით ხსნიდა და მწვრთნელი სნეიდერის იგნორირებას ესტონელებთან მატჩის წინაც აპირებდა, მაგრამ ვეინალდუმის ტრავმამ ვეტერანს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 93 თამაში აქვს ჩატარებული შანსი მისცა.

“მოცემული მომენტისთვის ის საუკეთესო კანდიდატია გამთამაშებლის პოზიციაზე. დიახ, მისი სათამაშო ფორმა პრობლემაა, მაგრამ არა ამ მომენტისთვის, რადგან სხვა ვარიანტი უბრალოდ არ მაქვს. ჩემთვის სულერთია რას ლაპარაკობს ხალხი, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ. სნეიდერი გასულ სეზონში იშვიათად თამაშობდა. მის გამოძახებას სამომავლოდ ვაპირებდი, როდესაც ფორმაში შევიდოდა, მაგრამ ფეხბურთელი დაშავდა და სნეიდერი იმის გამო გამოვიძახე, რომ მისი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია” – ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ვან გაალმა Reuters-თან საუბარში.

0.167647