ფეხბურთი

16:33 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სკა-ენერგიას” ქართული ტრიო ქულას დასჯერდა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 31-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა, გიორგი ნავალოვსკი და კახა ალადაშვილი გამოდიან, შინ “უფასთან” მატჩში მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

საწყის 29 წუთში ხაბაროვსკელები 0:2 აგებდნენ. 37-ე წუთზე, გოგუამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც შექმნილი არეულობით იგორ უდალიმ კარგად ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 41-ე წუთზე, ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა, რომელსაც გორის “დილაში” უთამაშია, კარგი პასით ვლადისლავ ნიკიფოროვი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მასპინძელთა ფორვარდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:2. გოგუამ და ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თადარიგში მყოფ კახა ალადაშვილს მოედანზე გასვლის შანსი არ მისცეს. “სკა-ენერგიას” 45 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-7 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116384