ფეხბურთი

12:20 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ჰანდანოვიჩს დაუმიზნა

 

“მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში მილანის “ინტერის” კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი მოექცა. Football Italia-ს ცნობით, “ქალაქელები” ახალი მეკარის ძიებაში არიან და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ 29 წლის სლოვენიელს განიხილავენ.

როგორც ირკვევა, “სიტის” მეკარის – ჯო ჰარტის რამდენიმე შეცდომამ გუნდის სამწვრთნელო შტაბს მისდამი ნდობა დაუკარგა. მანჩესტერელები მეკარის გამოცვლას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გეგმავენ.

რამდენადაც ცნობილია, ჰანდანოვიჩისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი” და კატალონიის “ბარსელონაც” იბრძოლებენ, მაგრამ ფავორიტი “სიტია”.

0.11582