ფეხბურთი

17:00 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მზადაა კოლაროვს 7 მილიონ ევროდ შეელიოს

თურქულ”გალათასარაის” სურს, დაცვის მარცხენა ფლანგი ალექსანდრ კოლაროვით გააძლიეროს. გასულ სეზონში, ამ პოზიციაზე რამდენიმე მატჩის ჩატარება ესპანელ ალბერტ რიერას მოუწია.

როგორც “TURKISH FOOTBALL”-ი იუწყება, ინგლისური კლუბი ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით “იუვენტუსი” და “ინტერიც” არიან დაინტერესებულნი.                             

ზაალ შელია

0.117563