ფეხბურთი

14:55 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ბლანის კანდიდატურას განიხილავს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ფრანგული პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანით დაინტერესდა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ჩემპიონობის ვერმოპოვების შემთხვევაში, ინგლისური კლუბი შესაძლოა მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის დაშორდეს. ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან მანჩესტერელები უკვე დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას და ინგლისის თასს, პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კი, “ლივერპულს” 6 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“სიტის” ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკების პროცესი ბლანის აგენტ ჟან-პიერ ბერნესთან, რომელიც ამავდროულად, მათი გუნდის ნახევარმცველ სამირ ნასრის აგენტიცაა. 48 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პარიზში ყველაფრით კმაყოფილია და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112029