ფეხბურთი

19:42 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირიგუ პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

“პარი სენ ჟერმენი” და გუნდის იტალიელი კარის დარაჯი სალვატორე სირიგუ ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

სირიგუს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს. RMC-ს ცნობით, მხარეები ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ პირობები ჯერ არ ხმაურდება. ივარაუდება, რომ სირიგუ ახალ ხელშეკრულებას ხელს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოაწერს.

27 წლის მეკარე პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. მან ფრანგული გუნდის მაისურით 84 თამაში ჩაატარა და 4 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112116