ფეხბურთი

17:20 | 4.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

“სიონს” ინწკირველმაც მიაკითხა

ბოლნისის “სიონმა”, ეროვნული პირველობის მე-2 ეტაპისთვის მზადება, მორიგ ახალწვეულთან, ცენტრალურ მცველ ალექსანდრე ინწკირველთან ერთად დაიწყო.
ინწკირველი სეზონის წინ ფოთის “კოლხეთში” ჩაირიცხა, მაგრამ კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ზღვისპირელები დატოვა. შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე ბოლნისელებს შეუერთდნენ: გელა ხუბუა, რეზო ჯიქია და ირაკლი ჩირიკაშვილი. მათ გარდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს ლაშა ნინიკაშვილი, რომელიც მანამდე ცხინვალის “სპარტაკში” გამოდიოდა.
ჩამოთვლილ ფეხბურთელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხს “სიონის” თავკაცი, გიორგი ყიფიანი გადაწყვეტს, რომელიც ისრაელიდან 8 იანვარს დაბრუნდება. სამშაბათს გუნდმა იპოდრომზე გიორგი ყიფშიძის ხელმძღვანელობით ივარჯიშა, ხოლო ხუთშაბათიდან ბოლნისს მიაშურებს. “სიონმა” 3 ამხანაგური თამაშიც დაგეგმა - 9 იანვარს, თემქაზე მდებარე “სიხარულის” სტადიონზე ცხინვალის “სპარტაკთან”; 12 იანვარს, რუსთავში “ოლიმპთან”; 15 ან 16 იანვარს, ქვემოქართლელთა სავარაუდო მეტოქე “დინამო” ან “ვიტ ჯორჯია” იქნება.

 

ლაშა თაბაგარი  
 

Loading...
0.143581