სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:00 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” ფოფხაძით და “ბოტაფოგოს” ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 

როგორც ბოლნისის “სიონის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბმა ახალი მოთამაშეები დაიმატა. ქვემო ქართლელთა გუნდში კარიერას გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი ფოფხაძე და ბრაზილიელი ფელიპე ლიმა ლოპესი. კონტრაქტის მიხედვით, ორივე მოთამაშე “სიონში” იანვრამდე იასპარეზებს.                                 

გიორგი ფოფხაძე

გიორგი ფოფხაძე ქართულ ფეხბურთში 2003 წელს გამოჩნდა. მაშინ 17 წლის ფეხბურთელი თბილისის “თბილისში” თამაშობდა, თუმცა “თბილისში” გადასვლამდე გარკვეული დრო შვედურ “ჰაკენში” გაატარა.

2006 წელს რამდენიმე თვე იჯარის წესით ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” ირიცხებოდა, სადაც მისი თანაგუნდელი ბრაზილიელი რივალდო იყო.

წარმატებული პერიოდი ეთქმის “ვიბორგში” გატარებულ პერიოდს. მართალია დანიური კლუბი სუპერლიგიდან გავარდა, თუმცა ფოფხაძე გუნდის გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა. ერთადერთი ტიტული მან “ზესტაფონის” მაისურით მოიგო, 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2011-12 წლების სეზონში კი გრაცის “შტურმის” მაისურით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. გასულ სეზონში პოლონურ სუპერლიგაში, “იაგელონიას” მაისურით თამაშობდა.

ფოფხაძე ეროვნულ ნაკრებში პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ჩატარებული აქვს 11 შეხვედრა.                            

ფელიპე ლიმა ლოპესი

სამხეთამერიკელი ფეხბურთელი 2010-2012 წლებში “ბოტაფოგოში” თამაშობდა, სადაც მისი მწვრთნელი ბრაზილიურ ფეხბურთში კარგად ცნობილი ჟოელ სანტანა იყო.

ამპლუით საყრდენმა ნახევარმცველმა კარიერის ადრეული წლები “ცენტრო დე ფუტბოლ ზიკო სოსიედად ესპორტივაში” დაიწყო. ხსენებული კლუბი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელიმა ზიკომ დაარსა.

ლიმას “ბოტაფოგოს” მაისურით ბრაზილიის სერია ა-ში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. 2010 წლის 6 ივნისს “კორინთიანსის” წინააღმდეგ ითამაშა. იმ შეხვედრაში “კორინთიანსის” რიგებში რობერტო კარლოსმა და შემდგომში მადრიდის “ატლეტიკოსა” და ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელმა ელიას მენდესმა ითამაშეს.

2013-2014 წლები სერია ც-ს წარმომადგენელ “არაქსაში” გაატარა. ჩაატარა 25 მატჩი, თუმცა გოლი არ გაუტანია. საინტერესოა, რომ ერთი სეზონით ადრე, ხსენებულ სერია ც-ში თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი სეზარ რომერო თამაშობდა.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11509
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X