ფეხბურთი

15:41 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სილვა და ნისტელროი ESPN-ზე იმუშავებენ

 

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი, ბრაზილიელი ჟილბერტო სილვა და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი მომავალი მუნდიალის მიმდინარეობისას სატელევიზიო ექსპერტებად იმუშავებენ. ევროპული სააგენტოების ცნობით, უკვე ორივემ გააფორმა ხელშეკრულება ESPN-თან და ამ არხის ეთერში თამაშების წინ, შესვენების დროს და დასრულების შემდეგ თითოეულ დეტალს პროფესიულად გაარჩევენ.

სილვასა და ნისტელროის გარდა, ბრაზილიური მსოფლიო ჩემპიონატის დროს სატელევიზიო საქმიანობას მიჰყოფენ ხელს ასევე ვეტერანი ფეხბურთელები ალექსი ლალასი, მიხაელ ბალაკი, სტივ მაკმანამანი და სანტიაგო სოლარი.

0.113989