კალათბურთი

21:58 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი “ჯვაროსნებს” ვერც დარჩენილ შეხვედრებში დაეხმარება

 დღეს, 23 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, ევრო-2015-ის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა მე-5 ტურში, “E” ჯგუფში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მასმედიისთვის ღია ვარჯიში ჩაატარა.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობის განცხადებით, ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი შერმადინმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და თანაგუნდელებს ვერც ევრო-2015-ის შესარჩევი ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში (უნგრეთი, პორტუგალია) დაეხმარება. რაც შეეხება “ჯვაროსნების” დანარჩენ 14 წევრს, თავს ყველა კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზად არიან. ჯერჯერობით უცნობია იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებსაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხვალინდელ შეხვედრაში უნგრელების წინააღმდეგ დააყენებს.

“ჯვაროსნების” შემდეგ სპორტის სასახლეში ვარჯიში უნგრეთმა ჩაატარა, რომელიც თბილისში ზუსტად იმ შემადგენლობით ჩამოვიდა, რომლითაც ჩვენს ნაკრებს საკუთარ მოედანზე 1 ქულის სხვაობით 74:73 მოუგო.

ხვალინდელ შეხვედრაში ქართველ კალათბურთელებს მარტო რევანშის აღება ვერ დააკმაყოფილებთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით უნდა მოვიგოთ და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით.

0.137658